საიდუმლო კუნძული


     


ეს არის ფრანგი მწერლის ჟიულ ვერნის სათავგადასავლო რომანი, რომელიც პირველად 1875 წელს გამოიცა.
რომანში აღწერილია XIX საუკუნის 60-იანი წლების ამერიკა. ქვეყანა რევოლუციის ქარ-ცეცხლშია გახვეული. ერთი ამერიკელი ინჟინერი სმიტი რამდენიმე მეგობართან ერთად ტყვედ ჩავარდა კონფედერატებს. ისინი მათ დედაქალაქში, რიჩმონდში არიან საპატიო ტყვეობაში. ისინი თავისუფლების დაკარგვას ვერ ეგუებიან და გადაწყვეტილი აქვთ გაქცევა. ისინი მოახერხებენ და დირიჟაბლით დატოვებენ ქალაქს, თუმცა ქარი მათ უკაცრიელ კუნძულზე დაანარცხებს, სადაც არავინ სჩანს და სადაც მათ რამდენიმე წელიწადის გატარება მოუწევთ.




                                                                                      გადმოწერა

http://www.box.com/embed/xi1l3vbdv8tn61o.swf

კაპიტან გრანტის შვილები


       
   მას შემდეგ რაც მის მიერ ზღვაში ჩაგდებულ ბოთლს პოულობენ, კაპიტანის საძებნელად მიემგზავრებიან შოტლანდიელი ლორდი და ლედი გლენარვანები. მათ მიჰყვებიან გრანტის შვილები, მერი და რობერტი. უცნობია, თუ სად განიცადა კატასტროფა გრანტის გემმა, ცნობილია მხოლოდ განედი – 37 გრადუსი. ნაწერები წერილში გაურკვეველია და ამიტომ მოგზაურთა გუნდი მრავალი დილემისა და გამოცანის წინაშე აღმოჩნდება.
      გემ ’დუნკანით’ მოგზაურები თავდაპირველად მიემართებიან სამხრეთ ამერიკისაკენ. კიდევ ერთი, მაგრამ მოულოდნელი მგზავრია ექსცენტრიული ჟაკ პაგანელი (რომელიც აპირებდა ინდოეთში გამგზავრებას). გუნდი მოივლის პატაგონიას, ტრისტან და კუნიას კუნძულს, ამსტერდამის კუნძულსა და ავსტრალიას. მოგზაურები გაიცნობენ აირტონს, რომელიც მათ ჰპირდება კატასტროფის ადგილის ჩვენებას. მაგრამ იგი მოღალატეა, რომელსაც გრანტის გემის დაღუპვა არ უნახავს, ვინაიდან მანამდე მიტოვებული იქნა ავსტრალიაში – მას შემდეგ, რაც წარუმატებლად სცადა გემის მითვისება, მომავალში მეკობრეობის მიზნით. იგი ცდილობს დუნკანის დაუფლებას, მაგრამ კვლავ წარუმატებლად. გლენარვანები, გრანტის შვილები, პაგანელი და რამდენიმე მეზღვაური რჩებიან ავსტრალიაში და დარწმუნებულები არიან, რომ დუნკანი სამუდამოდ დაკარგეს. ამიტომ ისინი მიემართებიან ოკლენდში (ახალი ზელანდია), საიდანაც ევროპაში დაბრუნებას აპირებენ. მას შემდეგ, რაც მათი გემი განიცდის კატასტროფას ოკლენდის სამხრეთით, მოგზაურებს იჭერენ მაორის ტომის ადამიანები. ისინი მაინც გარბიან და პირველივე გემზე ადიან. მათთვის მოულოდნელად, ეს ’დუნკანი’ აღმოჩნდება.
       აირტონი, რომელიც ახლა უკვე გემის ახალ მფლობელთა მონობაში იმყოფება, სთავაზობს მოგზაურებს ინფორმაციას გრანტზე. სანაცვლოდ იგი ითხოვს მის რომელიმე კუნძულზე დატოვებას. დუნკანი ტაბორის კუნძულისაკენ მიემართება, რომელიც კაპიტან გრანტის თავშესაფარი აღმოჩნდება. აირტონი სწორედ აქ რჩება.



                                                                                        გადმოწერა

http://www.box.com/embed/cx7eu1bl63pnr0n.swf

80 000 კილომეტრი წყალქვეშ (Jules Verne) ქართულად




    ჟიულ ვერნის პოპულარული სამეცნიერო ფანტასტიკური რომანებიდან გამორჩეულია “80 000 კილომეტრი წყალქვეშ”. ოკეანის თვალწარმტაც, ზღაპრულ სამყაროში ჩაფლულა კაპიტან ნემოს წყალქვეშა ნავი “ნაუტილუსი” თავისი უჩვეულო გმირებით. წიგნი მოგვითხრობს ერთმანეთის გატანასა და მხარდაჭერაზე, ტყვეობიდან თავის დაღწევისათვის ბრძოლის დაუოკებელ ჟინსა და გამარჯვების სიხარულზე.